ქარ Eng

ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი

ბიზნესი და მართვა; ხელოვნება

ჩვენს შესახებ:
უნივერსიტეტი, 15 წლის წინ, 1992 წელს დაარსდა. იგი ერთ-ერთი პირველი ლიცენზირებული სასწავლებელია კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით.
2008 წელს ფონდმა “ქართული ხარისხი”, რომელიც არის ევროპის ხარისხის ორგანიზაციის (European Organization for Quality) წევრი, ქართულ-ევროპული უნივერსიტეტის ხარისხის მენეჯმენტი და მომსახურება შეაფასა უმაღლესი დონით და გადმოგვცა სერთიფიკატი ნიშნით - "საუკეთესო ქართული ხარისხი".

უნივერსიტეტის მისია:
მაღალი დონის განათლება ხელმისაწვდომ ფასად.

უნივერსიტეტი ამზადებს სპეციალისტებს ორი მიმართულებით:
ბიზნესი და მართვა: ბიზნესის ადმინისტრირება (საფინანსო-საბანკო საქმე, ტურიზმი).
ხელოვნება: დიზაინი და არქიტექტურა (ინტერიერის დიზაინი, მოცულობითი დიზაინი); დიზაინი და გამოყენებითი ხელოვნება (მოდის დიზაინი); აუდიოვიზუალური და მედიახელოვნება (ტელე-ხელოვნება; კომპიუტერული ხელოვნება-სარეკლამო დიზაინი).

უნივერსიტეტში მოქმედებს 4-წლიანი საბაკალავრო და 2-წლიანი სამაგისტრო პროგრამები.

სწავლება მიმდინარეობს კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემის (ECTS) ძირითადი მოთხოვნების გათვალისწინებით.

სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე. შეისწავლება ინგლისური, გერმანული, იტალიური და ესპანური ენები.

სასწავლო პროცესს მაღალკვალიფიციური და დიდი პრაქტიკული გამოცდილების მქონე პროფესორ-მასწავლებლები უძღვებიან.

ხელოვნების ფაკულტეტის საპატიო დეკანია გერმანიის მოქალაქე, ხელოვნების მეცნიერებათა დოქტორი, ქ. კარლსრუეს "სანდკორნ თეატრის" დირექტორი, პროფესორი ზიგფრიდ კრაინერი, რომელიც ყოველ სემესტრში აწყობს საჯარო ლექციებს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის.

ევროპულ დონეზე გარემონტებული აუდიტორიები, კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო კლასები, ვიდეო-საპროექციო და გასამრავლებელი-საბეჭდი ტექნიკა, მდიდარი ბიბლიოთეკა სტუდენტებს კომფორტულ პირობებს უქმნის და სწავლების პროცესის თანამედროვე მოთხოვნების დონეზე წარმართვის საშუალებას იძლევა.

უცხოეთთან ურთიერთობა:
უნივერსიტეტმა 2008 წელს მიაღწია შეთანხმებებს გერმანიის ქ. კარლსრუეს საერთაშორისო უნივერსიტეტთან და იტალიის ქ. რომის დიზაინის ევროპულ ინსტიტუტთან - სტუდენტთა გაცვლითი პროგრამებისა და ასევე, ერთობლივი სასწავლო პროგრამების შესახებ.
უნივერსიტეტში, იტალიის სახელმწიფოს ხელშეწყობით, ფუნქციონირებს იტალიური ენისა და კულტურის კათედრა და დანტე ალიგიერის საზოგადოება.

სტუდენტური ცხოვრების საინტერესოდ წარმართვისათვის უნივერსიტეტში მოქმედებს:
* ტურისტული კლუბი, რომელიც სისტემატიურად აწყობს სასწავლო-შემეცნებით ტურებს ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ ობიექტებზე და ასევე, უნივერსიტეტის რეგიონალურ ბაზებს, თელავსა და საგურამოში, გამოიყენებს პრაქტიკის, ტრენინგებისა და დასვენებისათვის;
* დიზაინ ცენტრი - კომფორტულ გარემოში ტარდება ტრენინგები და მასტერკლასები;
კულტურისა და სპორტის ცენტრი - აწყობს სხვადასხვა სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებს;
* ბიზნეს ცენტრი, სადაც სტუდენტები სწავლების პროცესში მიღებულ თეორიულ განათლებას პრაქტიკულად განახორციელებენ; ეწყობა საინტერესო პროექტებისა და იდეების პრეზენტაცია, ხოლო მათ შორის საუკეთესოთა - დაფინანსება და ცხოვრებაში რეალიზება.

უნივერსიტეტის ყოველდღიური საზრუნავია:
* ხელი შეუწყოს სტუდენტს მიიღოს აუცილებელი ცოდნა და შესაბამისი უნარ-ჩვევები;
* ჩამოყალიბდეს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად;
* უნივერსიტეტში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე გახდეს კონკურენტუნარიანი პროფესიონალი და დასაქმდეს შესაბამის სფეროში წარმატებული კარიერის მისაღწევად.

უნივერსიტეტის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, ან დაგვიკავშირდეთ.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ქართულ-ევროპული უნივერსიტეტი
მის: კოსტავას #77.
(სტუ-ს სასწავლო კორპუსი, ლიტერ "ბ".
კორპუსის მარჯვენა მხრიდან ცალკე შესასვლელი)
ტელ: 36 30 71; 36 30 72;
ფაქსი: 36 30 71
ელ-ფოსტა: mail@geu.edu.ge
ვებ გვერდი: www.geu.edu.ge

უკან დაბრუნება  

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია