ქარ Eng
წევრები

სიახლეები


24.04.2012
ევროპული CE მარკირება – პირველად საქართველოში
საქართველოს ხარისხის ფონდმა (GQF) პირველად საქართველოში ევროპელ პარტნიორებთან ერთად დაიწყო ადგილობრივი მწარმოებლების პროდუქციის CE მარკირება. CE (ConformitéEuropéenne) ევროპულ შესაბამისობას ნიშნავს და დაიტანება პროდუქტზე, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ სტანდარტებთან. ...
დაწვრილებით

11.04.2012
„ქართული ხარისხი“ - ახალი სატელევიზიო პროექტი
საქართველოს ხარისხის ფონდისა და საპატრიარქოს ტელევიზიის „ერთსულოვნების“ ერთობლივმა სატელევიზიო პროექტმა „ქართული ხარისხი“ სტარტი 10 აპრილს აიღო....
დაწვრილებით





მედია პარტნიორები

მაისი 2012
ორსაოთხუპაშაკვ
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910




ევროპის ხარისხის ორგანიზაცია (EOQ) და საქართვლოს ხარისხის ფონდი (GQF) პირველად საქართველოს ისტორიაში სთავაზობს ქართულ კომპანიებს, წარადგინონ თავიანთი ბიზნეს–საქმიანობა EOQ-ს 56-ე კონგრესზე ქალაქ ფრანქფურტში (გერმანია) სახელწოდებით „Made in Quality. Made for Success“.
თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი, გაეცნოთ წარმატებულ საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს ევროპის მასშტაბით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებით.
კონგრესი მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელს მსოფლიოში ხარისხის განვითარებისა და ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შემუშავების თვალსაზრისით. კონგრესზე განიხილება ხარისხის მენეჯმენტის როლი თანამედროვე ორგანიზაციებში (2012–2022 წლების პერსპექტივა). საერთაშორისო სტანდარტიზაციის ორგანიზაციის (ISO) გენერალური მდივანი, რობერტ სტილი წაიკითხავს მოხსენებას ბიზნესის ახალი რეალობების შესახებ, როდესაც კონკურენციის პირობებში მომხმარებლის გადმობირების გასაღები ხარისხშია. მოხსენებებით გამოვლენ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის ექსპერტები ხარისხის სფეროში, ვორქშოფებისა და პრეზენტაციების პარალელურად ათასამდე პროფესიონალი გაიცნობს ერთმანეთს და გაუზიარებს გამოცდილებას.

შევხვდებით ხარისხის სამიტზე ფრანკფურტში!

დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად გთხოვთ დაუკავშირდით საქართველოს ხარისხის ფონდს (ტელ: 245 09 09) და ეწვიეთ კონგრესის საინფორმაციო ვებ–გვერდს.
 საქართველოს ხარისხის ფონდის წევრობა

საქართველოს ხარისხის ფონდი, დაინტერესებულ ორგანიზაციებს, რომლებიც ქმნიან ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას და ორიენტირებულნი არიან მაღალ სტანდარტებსა და ხარისხის მუდმივ სრულყოფაზე, წევრობის სხვადასხვა ფორმას სთავაზობს: ნამდვილი და ასოცირებული წევრი.
ფონდის გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში, ასევე პედაგოგიურ-სამეცნიერო და ბიზნეს საქმიანობაში განსაკუთრებული მიღწევების მქონე პიროვნებებს, ენიჭებათ საქართველოს ხარისხის ფონდის საპატიო წევრობა. საპატიო წევრი ყველა იმ უფლებით სარგებლობს, რომელიც ასოცირებულ წევრს აქვს მინიჭებული და ასევე დამატებით აქვს ფონდის საერთო კრებაზე ერთი ხმის უფლება. გაიგეთ მეტი.
 

  MSPA Europe 13th annual conference in Sardinia, Italy

May 29-31, 2012 
Chagliari, Sardinia

ნაციონალური წარმომადგენლობა საქართველოში




 


იდუმალი მყიდველი


 

გამოკითხვა
რომელი რძის პროდუქტების მწარმოებელს ენდობით ყველაზე მეტად?








წევრების არეალი
მომხმარებელი:
პაროლი:
 

მთავარი | სიახლეები | პრესა და პუბლიკაციები | გალერეა | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია